შანგრი ლა თბილისი
შანგრი ლა თბილისი

სლოტ აპარატების და სამაგიდო თამაშების დიდი არჩევანი

რესტორანი შანგრი ლა
რესტორანი შანგრი ლა

რესტორანი ულამაზესი ხედით! ქართული, კონტინენტალური და აზიური სამზარეულო.

შანგრი ლა  XO
შანგრი ლა XO

ელიტური კლუბი ცალკე შესასვლელით მხოლოდ ვიპ მოთამაშეებისთვის

კაზინო

სამორინე „შანგრი ლა თბილისი“- საქართველოში ყველაზე თანამედროვე და გამორჩეული სათამაშო დაწესებულებაა. მდიდრული ინტერიერი, მაქსიმალური კომფორტი აზარტული თამაშების მოყვარულთათვის, კეთილგანწყობილი ატმოსფერო და უმაღლესი კლასის სერვისი - უდაოდ, თამაშში თავისუფალი დროს გასატარებლად სამორინე „შანგრი ლა“ საუკეთესო ადგილია, თქვენი ფსონის სიდიდის მიუხედავად.

გასართობი კომპლექსი განთავსებულია ქალაქის ისტორიულ ნაწილში „მშვიდობის ხიდთან“, სულ რაღაც 20 წუთის სავალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

სამორინე „შანგრი ლა“ გთავაზობთ როგორც სამაგიდო თამაშებს (პოკერის ოთხი სახეობა, რულეტი, ბლექჯეკი, პუნტო-ბანკო), ასევე მსოფლიოში საუკეთესო მწარმოებლების თანამედროვე სათამაშო აპარატების დიდ არჩევანს.

„შანგრი ლა“-ს კომპლექსში შემავალი კლუბი Х.О. მაღალი ფსონების მოყვარულებს სთავაზობს განმარტოვებულ თამაშს მდიდრულ ატმოსფეროში და VIP -კლასის სერვისს.

რესტორან „შანგრი ლა“-ს სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ქართული, კონტინენტალური და აზიური სამზარეულოს კერძები და დატკბნენ მტკვრის სანაპიროს ულამაზესი ხედით, რომელიც იშლება პანორამული ფანჯრებიდან.

„შანგრი ლა“ თავის სტუმრებს სთავაზობს უფასო ავტოსადგომს და ასევე ტაქსის მომსახურებას.

სლოტ-დარბაზის მოთამაშეები, და ასევე სამაგიდო თამაშების მოყვარულნი მონაწილეობენ სპეციალურ აქციებში და გათამაშებებში ფულადი პრიზებით, რომლებიც ტარდება შესანიშნავი შოუ-პროგრამებისა და მუსიკალური ჯგუფების თანხლებით.

სამორინე „შანგრი ლა“-ს მართავს ოცწლიანი ისტორიის მქონე საერთაშორისო კომპანია „შტორმ ინტერნეიშნლ“, რომლის მთავარი პრინციპებია მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, თამაშის ხარისხი და სტუმრების უსაფრთხოება.
 

შემოსვლის წესები:

• სამორინე მუშაობს 24 საათის მანძილზე, კვირაში 7 დღე;
• ასაკობრივი შეზღუდვა: 18+ სლოტ დარბაზისთვის და 21+ სამორინესთვის;
• პირველი ვიზიტის დროს საჭიროა პირადობის მოწმობა ან პასპორტი რეგისტრაციისთვის;
• დრესკოდი: სუფთა ყოველდღიური ტანსაცმელი, არ დაიშვებიან სტუმრები სპორტული ტანსაცმლით, ასევე მამაკაცები მოკლედ შორტებითა და ღია ფეხსაცმლით;
• შემოსვლა უფასოა.
 

ივენთები