შანგრი ლა თბილისი
შანგრი ლა თბილისი

სლოტ აპარატების და სამაგიდო თამაშების დიდი არჩევანი

რესტორანი შანგრი ლა
რესტორანი შანგრი ლა

რესტორანი ულამაზესი ხედით! ქართული, კონტინენტალური და აზიური სამზარეულო.

შანგრი ლა  XO
შანგრი ლა XO

ელიტური კლუბი ცალკე შესასვლელით მხოლოდ ვიპ მოთამაშეებისთვის

საპასუხისმგებლო თამაში

სამორინე „შანგრი ლა თბილისი“-ს მმართველი კომპანია „შტორმ ინტერნეიშნლ“ წარმოადგენს პასუხისმგებელ იპერატორს, რომელიც აცნობიერებს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ პოტენციურ რისკებს.


აზარტული თამაშები - ეს დასვენების განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც უმრავლესობისათვის არის მხოლოდ სასიამოვნო და საინტერესო გართობა. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ გააკონტროლონ საკუთარი მისწრაფება თამაშის მიმართ, რომლებსაც გააჩნიათ დამოკიდებულების, მათ შორის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიდრეკილება.

პრობლემური მოთამაშეები აგრძელებენ თამაშს მიუხედავად იმისა, იგებენ თუ აგებენ. რაც უფრო მეტ ადგილს იკავებს თამაში მათ ცხოვრებაში, მით უფრო მეტად იტანჯებიან ისინი, მათი ახლობლები, ჩნდება პრობლემები  სამსახურში ან ბიზნესში, უარესდება მათი ფინანსური მდგომარეობა.

თუ გრძნობთ, რომ გაქვთ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული პრობლემები - უპირველესყოვლისა იყავით გულწრფელნი საკუთარი თავის და თქვენი ახლობლების წინაშე.

გაეცით პასუხი ქვემოთ მოცემულ კითხვებს, და რაც უფრო ხშირად თქვენი პასუხი იქნება „დიახ“, მით უფრო მეტია იმის შესაძლებლობა, რომ თქვენ მიეკუთვნებით თამაშდამოკიდებულ ადამიანთა კატეგორიას:
1) როდისმე გაგიტარებიათ აზარტული თამაშების თამაშისას ბევრად უფრო მეტი დრო, ვიდრე თავიდან გეგმავდით?
2) როდისმე გიცდიათ თქვენი მატერიალური ან ემოციური პრობლემების მოგვარება აზარტულ თამაშებში მონაწილეობით?
3) როდისმე გისესხიათ ფული აზარტული თამაშებისათვის?
4) როდისმე დაგიხარჯავთ აზარტულ თამაშებზე ფული, რომელიც განკუთვნილი იყო რაიმე სხვა მიზნებისათვის?
5) როდისმე მოგიტყუებიათ, გიქურდიათ ან გაგიგეკეთებიათ რაიმე უკანონო აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღებისათვის?

დაელაპარაკეთ ამის შესახებ ვინმეს, ვისაც შეგიძლიათ ენდოთ. დაელაპარაკეთ სამორინეს  მენეჯერს - აზარტული თამაშების ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილების წყალობით მას შეუძლია მოქმედი რეკომენდაციების მოცემა.

გთხოვთ დაიმახსოვროთ:
1) აზარტული თამაშები - ეს დასვენების ისეთი სახეობაა, რომელშიც უნდა გადაიხადოთ. მოგების შესაძლებლობა მხოლოდ სასიამოვნო ბონუსია.
2) აზარტული თამაშები არ იძლევიან თქვენი ფინანსური, ემოციური ან სოციალური პრობლემების მოგვარების შესაძლებლობას.
3) აზარტული თამაშები უნდა იკავებდნენ თქვენი დროის მხოლოდ მცირე ნაწილს.
4) აზარტულ თამაშებზე თქვენ შეგიძლიათ დახარჯოთ მხოლოდ დასვენებისათვის განკუთვნილი ფული.

გააკონტროლეთ თამაში - ნუ მისცემთ თამაშს შესაძლებლობას გაგაკონტროლოთ თქვენ!