სამორინე შანგრი ლა-მ GOLDEN BRAND-ის ჯილდო ზედიზედ მეოთხედ მიიღო
სამორინე შანგრი-ლა თბილისი ზედიზედ მეოთხედ დაკილდოვდა, როგორც საქართველოში #1 სამორინე. Golden Brand-ის დაჯილდოება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბიზნეს ჯილდოა საქართველოში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება 2006 წლიდან. იგი აჯილდოვებს კომპანიებს, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს საკუთარი ბიზნესის ბრენდინგში. სხვადასხვა ბრენდის ნომინირება ხდება წინასწარი გამოკითხვის შედეგად, რომლის მთავარი ფოკუსი მიმართულია ბრენდინგთან დაკავშირებულ კრეატიულ გადაწყვეტილებებზე.
დაჯილდოების ცერემონიის დაარსების დღიდან Golden Brand-ს მხარს უჭერენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, ჟურნალი The Financial, საქართველოს სავაჭრო პალატა, ამერიკის სავაჭრო პალატა, ბიზნესმენთა ასოციაცია, საერთაშორისო სავაჭრო პალატა, თბილისის მერია, ევროკავშირის ბიზნეს საბჭო და ქალთა მრეწველობის საბჭო საქართველოში.
სამორინე შანგრი ლა თბილისი დასახელდა ნომერ პირველ სათამაშო დაწესებულებად საქართველოში 2017, 2018, 2019 და 2020 წლებში მომხმარებელთა მომსახურების მაღალი დონისა და რეპუტაციის გამო. საუკეთესო ბრენდების ნომინაციებს ადგენენ ექსპერტები და მომხმარებლები. Global Idea-სა და ჟურნალ The FINANCIAL-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე „ოქროს ბრენდი“ შეარჩიეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორებმა და ლექტორებმა, მოწინავე კომპანიების ხელმძღვანელებმა, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტებმა, საკონსულტაციო ჯგუფებმა, სახელმწიფო და არასახელმწიფო ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ეკონომიკის ექსპერტებმა. კომისიამ შეარჩია ფავორიტი ორი ბრენდი თითოეულ კატეგორიაში ნომინაციისთვის. მეორე ეტაპზე ჩატარდა გამოკითხვა მომხმარებლებს შორის და ორი ნომინირებული ბრენდიდან ერთი დასახელდა „ოქროს ბრენდად“ ინდუსტრიის თითოეულ სექტორში.