
ახალი წესები სტუმრებისთვის: 2021 წლის 1 დეკემბრიდან COVID "მწვანე პასპორტის" წარდგენა სავალდებულოა სამორინეში შესვლისას
2021 წლის 1 დეკემბრიდან ყველა სტუმარმა უნდა წარადგინოს Covid19 „მწვანე პასპორტი” მობილური აპლიკაციით, QR კოდის ფოტოთი ან ნაბეჭდი ვერსიით სამორინეში შემოსვლისას. თუ არ ფლობთ Covid19 „მწვანე პასპორტს”, სავალდებულოა კოვიდ სწრაფი ტესტის გაკეთება სამორინეს მიმღებში.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანახმად, 2021 წლის 1 დეკემბრიდან ყველა სტუმარმა სამორინეში შემოსვლისას უნდა წარადგინოს Covid19 „მწვანე პასპორტი“. აღნიშნული პასპორტი შეიცავს ინფორმაციას პირის მწვანე სტატუსის შესახებ, რომელშიც მითითებულია ვაქცინაციის სტატუსი, PCR ტესტირების ისტორია, ანტიგენის ტესტირების ისტორია და პიროვნების SARS-CoV-2 ინფიცირების ისტორია. მისი წარდგენა შესაძლებელია მობილური აპლიკაციის საშუალებით, QR კოდის ფოტოთი ან ნაბეჭდი ვერსიით. თუ სტუმარს არ აქვს Covid19 „მწვანე პასპორტი“, სავალდებულოა ანტიგენის ტესტის გაკეთება სამორინეს მიმღებში.