სიახლეები

wheelchairs1.jpg

სამორინე შანგრი ლა თბილისი მხარდაჭერით საქართველოში პირველად შშმ ქალთა შორის თოვლის ეტლითხილამურის ჩემპიონატს ჩაეყარა საფუძველი


20-02-2022

პირველად საქართველოსა და მთელი რეგიონის ისტორიაში სამორინე შანგრი ლას მხარდაჭერითა და ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით,  დაბა ბაკურიანში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონათა შორის თოვლის ეტლითხილამურის ჩემპიონატს ჩაეყარა საფუძველი.

wheelchairs2

ინდივიდუალურში და გუნდურ დისციპლინაში ერთმანეთს შეეჯიბრნენ თბილისში, რუსთავში, მარნეულში, გორში, ზუგდიდისა და ქუთაისში მცხოვრები შშმ გოგონები, მათ შორის ტოტალურად უსინათლო, სმენის არმქონე, ზურგის ყვინის დაზიანების მქონე, ამპუტანტი და სხვა შეზღუდვის მქონე მონაწილეები. 3 დღის განმავლობაში 20 ბენეფიციარი ერთმანეთს უზიარებდა საკუთარ გამოცდილებებს. მათ ჩემპიონატამდე დატესტეს ეტლითხილამური, რაშიც მათ პროფესიონალი ინსტრუქტორები დაეხმარნენ. ჩემპიონატი წარიმართა შემდეგნაირად: პირველი ადგილი რუსთავის მკვიდრმა ნატა ზირაქაშვილმა მოიპოვა, მეორე ადგილი სურამელმა მირანდა გიგაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხატია ტატურაშვილს ხვდა წილად.  რაც შეეხება გუნდურში დისციპლინაში გამარჯვებულებს, აქაც რუსთაველი მოასპარეზის  ნატა ზირაქაშვილის გუნდმა მოიპოვა.  გამარჯვებულებს გადაეცათ გარდამავალი თასები და დიპლომები, ასევე ფოტო–ვიდეო კოლაჟები ლამაზი დღეების სამახსოვროდ.

ღონისძიების მხარდამჭერი იყო სამორინე „შანგრილა“.

პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო საქართველოს მიერ რატიფიცირებული გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციასა და შშმ პირთა მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევას.

უკან
თამაშის ტურები თბილისში
სამორინე შანგრი ლა თბილისი მხარს უჭერს პარაგლაიდინგის შეჯიბრს შშმ პირთათვის
15-05-2022

2022 წლის 14 მაისს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ პატარა ლილოს მთაზე „ახალგაზრდული მედია კავშირის“  ორგანიზებით, სამორინე „შანგრი ლა“ თბილისისა   და კომპანია „სოკარის“ მხარდაჭერით  პარაპლანით ფრენის ღონისძიება გაიმარა. ამჯერად, საკუთარი ოცნება 50–ზე მეტმა შშმ პირმა, ომის ვეტერანმა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცმა აიხდინა.