სიახლეები

PARAPLADING1.jpg

სამორინე შანგრი ლა თბილისი მხარს უჭერს პარაგლაიდინგის შეჯიბრს შშმ პირთათვის


15-05-2022

2022 წლის 14 მაისს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ პატარა ლილოს მთაზე „ახალგაზრდული მედია კავშირის“  ორგანიზებით, სამორინე „შანგრი ლა“ თბილისისა   და კომპანია „სოკარის“ მხარდაჭერით  პარაპლანით ფრენის ღონისძიება გაიმარა. ამჯერად, საკუთარი ოცნება 50–ზე მეტმა შშმ პირმა, ომის ვეტერანმა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცმა აიხდინა.

PARAPLADING2

მონაწილეთა შორის იყვნენ საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები: ტოტალურად უსინათლო, ზურგის ტვინის დაზიანების მქონე, ამპუტანტი და ეტლით მოსარგებლეები. ოცნებების ახდენაში მონაწილეებს სპეციალურად დამზადებული ეტლი–კონსტრუქციები ეხმარება.

პარაპლანით ფრენა ეტლებით პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში 2012 წლიდან ხორციელდება და სულ ურო და უფრო მოთხოვნადი ხდება.

პროექტის განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს მიერ რატიფიცირებული გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციასა და შშმ პირთა მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევას.

უკან
თამაშის ტურები თბილისში
სამორინე შანგრი ლა თბილისი მხარდაჭერით საქართველოში პირველად შშმ ქალთა შორის თოვლის ეტლითხილამურის ჩემპიონატს ჩაეყარა საფუძველი
20-02-2022

პირველად საქართველოსა და მთელი რეგიონის ისტორიაში სამორინე შანგრი ლას მხარდაჭერითა და ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით,  დაბა ბაკურიანში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონათა შორის თოვლის ეტლითხილამურის ჩემპიონატს ჩაეყარა საფუძველი.