გასართობი კომპლექსი “შანგრილა” აგრძელებს მხარდაჭერას სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ,შშმ პირების, სამშვიდობო მისიაში დაჭრილი სამხედრო პირების და ომის ვეტერანების.

ამჯერად, პირველად საქართველოში გაიმართა მშვილდოსნობის ჩემპიონატი წყვილთა შორის – “ბაკურიანი-2023”. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა ბენეფიციარებმა. თითოეულ წყვილს წარმოადგენდნენ შშმ გოგონა და ომის ვეტერანი, ამპუტანტი, მცირედმხედველი, სმენა დაქვეითებული და ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პირები.
ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით გაიმართა და გამოვლინდა სამი გამარჯვებული წყვილი. მესამე ადგილი მოიპოვეს სამშვიდობო მისიაში მონაწილე ჯარისკაცმა გელა ხელაძემ და ორივე ფეხით ამპუტანტმა სტელა ანდრიუკმა,მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ სამშვიდობო მისიაში მონაწილე ჯარისკაცი პაპუნა სხულუხია და მისი მეწყვილე ეტლით მოსარგებლე ირმა ზვერიაშვილი, ხოლო პირველობა არავის დაუთმო ქუთაისელმა წყვილმა, აფხაზეთის ომის ვეტერანმა, ამპუტანტმა დავით ახრახაძემ და მისმა მეწყვილემ, ეტლით მოსარგებლე ირმა ფარცვანიამ. გამარჯვებულ წყვილებს გადაეცათ მედლები და დიპლომები ხოლო პირველ ადგილოსნებს გარდამავალი თასი,რომელსაც ერთი წლით ქუთაისის მუნიციპალიტეტში დაუდებენ ბინა.
ჩემპიონატი გაიმართა მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, პროფესიონალ ინსტრუქტორებთან ერთად. ტურნირზე ინსტრუქტორობა გაწიეს შშმ პირებმა-ომის ვეტერანმა რევაზ გორგაძემ და ეტლით მოსარგებლე გიორგი მანაგაძემ. მსგავსი აქტივობები, რომელსაც სამორინე “შანგრილა” აფინანსებს, ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას და მისი აღსრულების ხელშეწყობით შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ-უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებას.