ჩვენ შესახებ
ჩვენი მომსახურება
უკეთ გაიცანით
დახმარება გჭირდებათ?
ინფორმაცია/რეზერვაციები
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
სამორინე „შანგრი ლა“-ს ადმინისტრაცია პატივს სცემს თქვენს პერსონალურ მონაცემებს და უზრუნველყოფს მათ დაცვას. თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დასაცავად შევიმუშავეთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელიც განმარტავს მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებებს. პოლიტიკა შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (GDPR) შესაბამისად.
ჩვენს შესახებ
შპს „ქართული კაპიტალ ჯგუფი“-ს წარმოადგენს სამორინესა და სათამაშო აპარატების სალონის ორგანიზატორს, რომელიც სამორინე „შანგრი ლა“-ს სასაქონლო ნიშნით საქმიანობს და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული N19-04/78 და N19-06/300 ნებართვების საფუძველზე ოპერირებს. კომპანიის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, კრწანისის რაიონი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, რესტორან „ბერიკონის“ წინამდებარე ტერიტორია. საკონტაქტო ინფორმაცია: info@shangrila.ge;
მონაცემთა დამუშავების მიზანი და რა საფუძვლი
თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე მიზნით, მათ შორის:
– თქვენთვის შესაბამისი მომსახურების, პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად. ამასთან, მონაცემთა შეგროვება/მოპოვება გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით ან აუცილებელი პირობაა თქვენთვის მომსახურების გასაწევად;
– მარკეტინგული მიზნებისათვის, რათა გაცნობოთ კომპანიის უახლესი სერვისების/პროდუქტებისა და შეთავაზებების შესახებ. ამასთან, თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ თქვენი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავებაზე;
– მომსახურების/სერვისის გაუმჯობესების მიზნით;
– კომპანიის უსაფრთხო საქმიანობის მიზნით;
– კომპანიისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულების მიზნით;
– პასუხისმგებლიანი აზარტული თამაშის უზრუნველსაყოფად;
თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე საფუძვლით:
– თქვენი თანხმობა;
– მონაცემთა დამუშავება აუცილებელია თქვენთვის მომსახურების გასაწევად;
– მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
-მონაცემთა დამუშავება საჭიროა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
– განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და მათი დამუშავება აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში;
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვამუშავებთ და მათი მოპოვების წყაროები
– სამორინეში თქვენი ვიზიტისას ჩვენ მოვიპოვებთ შემდეგ მონაცემებს: სახელი, გვარი, მოქალაქეობა, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, იდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები: პირადი ნომერი, პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის)/მართვის მოწმობის ნომერი, დოკუმენტის გაცემის თარიღი, გამცემი ქვეყანა, გამცემი ორგანო და მოქმედების ვადა; დაბადების თარიღი, სქესი, ფოტოსურათი, ფოტო/ვიდეო გამოსახულება;
– დამატებით, თქვენთან სატელეფონო ურთიერთობისას, მომსახურების გაწევის მიზნით, კომპანიის ოპერატორთან განხორციელებული საუბარი იწერება;
– პერსონალური მონაცემები შეიძლება მოპოვებულ იქნას მესამე პირებისგან, მაგალითად სხვა საჯარო დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან მოპოვებული ინფორმაცია, კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მათ შორის, ინფორმაცია პირის აკრძალულ/დამოკიდებულ პირთა სიაში ყოფნის შესახებ;
– ამასთან, თქვენს შესახებ მონაცემებს მოვიპოვებთ თქვენ მიერ ჩვენი ვებგვერდის გამოყენებისას;
მონაცემების გაზიარება
თქვენთვის მომსახურების გაწევის ან/და სიახლეების შეთავაზების მიზნით, თქვენი მონაცემები შეიძლება გადაეცეთ მესამე პირებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მონაცემთა გაზიარების საფუძველს წარმოადგენს კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება, მათ შორის, თუმცა არა მხოლოდ, აზარტული თამაშების მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით, საგადასახადო კოდექსით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება და სხვა.
მონაცემთა მიმღებს შესაძლოა წარმოადგენდნენ კერძო ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირები, სახელმწიფო ან/და ადმინისტრაციულ ორგანოები.
იმ შემთხვევაში თუ კომპანია განახორციელებს მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემას, აღნიშნული ქმედების შესრულებისას მიღებული იქნება უსაფრთხოების ყველა ის გონივრული ზომა, რაც შესაბამისობაშია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან.
თქვენი უფლებები თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, გაგაჩნიათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის, გაქვთ უფლება მოითხოვოთ:
– მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღება;
– მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღება;
– მონაცემთა გასწორება, განახლება და შევსება;
– მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;
– მონაცემთა დაბლოკვა;
– მონაცემთა გადატანა;
– თანხმობის გამოხმობა;
– გასაჩივრება;
ამასთან, ზემოთ ჩამოთვლილი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ისინი შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით ან როდესაც ინფორმაციის გაცემა კანონს ეწინააღმდეგება;
მონაცემთა შენახვა ვადა
პერიოდი, რომლის განმავლობაშიც კომპანია შესაძლოა ინახავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დამოკიდებულია იმ მიზნებზე, რისთვისაც შეგროვდა ისინი.
მომხმარებლის პერსონალური მონაცემები ინახება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებებით დადგენილი ვადით და წესით, კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
კომპანიამ შესაძლოა დროდადრო განაახლოს კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ჩვენ შეგატყობინებთ ნებისმიერი ცვლილების შესახებ ამ გვერდზე ახალი კონფიდენციალურობის პოლიტიკის გამოქვეყნებით.
კონტაქტი და დასკვნითი დებულებები
წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის თქვენი უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს – მარიამ წიკლაურს, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tsiklauri@shangrila.ge.
ჩვენ შესახებ
ჩვენი მომსახურება
უკეთ გაიცანით
დახმარება გჭირდებათ?
ინფორმაცია/რეზერვაციები