ვებგვერდის კონფიდენციალობის პოლიტიკა

ვებგვერდის – shangrila.ge/tbilisi/-ის  ადმინისტრაცია მოწოდებულია დაიცვას თქვენი კონფიდენციალურობა ონლაინ სივრცეში.  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის დაცვა. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა ეფუძნება ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR-ის) მოთხოვნებს. მიზნები, რისთვისაც ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, გახლავთ: ჩვენი სერვისის გაუმჯობესება;  ვებსაიტის ვიზიტორებთან დაკავშირება; ელ. ფოსტის საინფორმაციო ბიულეტენების გაგზავნა; ვებსაიტის საქმიანობასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდება და ქვემოთ მითითებული სხვა ქმედებები;

პერსონალური მონაცემების შეგროვება და გამოყენება

ჩვენ ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობით. თქვენ თქვენი თანხმობით თქვენ ნებას გვრთავთ, შევაგროვოთ და გამოვიყენოთ შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. თქვენი მონაცემების შეგროვება და დამუშავება შეესაბამება ევროკავშირსა და საქართველოში მოქმედ კანონებს.

მონაცემთა შენახვა, მოდიფიკაცია და წაშლა

მომხმარებლებს, რომლებმაც თავიანთი პირადი მონაცემები მიაწოდეს ვებ-გვერდს shangrila.ge/tbilisi/-ს, უფლება აქვთ ისარგებლონ წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული უფლებებით. თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვის ვადაა 60 თვე. მას შემდეგ, რაც შეწყდება მონაცემთა გამოყენება, ვებგვერდის ადმინისტრაცია შლის მონაცემებს. ჩვენ  თქვენი პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა შეგვიძლია მხოლოდ თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობით. თუ ასეთი მონაცემები უკვე გადაცემულია, ჩვენ არ შეგვიძლია მასში ცვლილებების შეტანა სხვა ისეთ ორგანიზაციებთან მიმართებით, რომლებიც ჩვენთან არ არიან დაკავშირებული.

ტექნიკური მონაცემების გამოყენება ვებსაიტზე ვიზიტის დროს

ვებსაიტზე shangrila.ge/tbilisi/ შესვლისას მონაცემთა ბაზაში ინახება თქვენი IP მისამართის, ვიზიტის დროის, ბრაუზერის პარამეტრების, ოპერაციული სისტემისა და სხვა ტექნიკური ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ვებგვერდის შინაარსის ჩვენებისთვის. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ჩვენთვის შეუძლებელია ვიზიტორის იდენტიფიცირება.

ბავშვების მიერ ინფორმაციის მიწოდება

თუ თქვენ ხართ მშობელი ან მეურვე და იცით, რომ თქვენმა შვილებმა მოგვაწოდეს პირადი მონაცემები თქვენი თანხმობის გარეშე, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მეილზე – info@shangrila.ge. აკრძალულია არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების მიწოდება ჩვენს სერვისზე მშობლების ან მეურვეების თანხმობის გარეშე.

Cookies-ის გამოყენება

შინაარსის სწორად ჩვენებისა და shangrila.ge/tbilisi/-ის ვებგვერდის გამოყენების მოხერხებულობისთვის ჩვენ ვიყენებთ Cookie ფაილებს, რომელიც გახლავთ თქვენს მოწყობილობაში შენახული  ფაილები. აღნიშნული ფაილები ეხმარება  ვებსაიტს, დაიმახსოვროს ინფორმაცია თქვენს შესახებ, როგორიცაა ენა, რომელსაც იყენებთ/იყენებდით საიტისა და გვერდების სანახავად. ეს ინფორმაცია სასარგებლოა თქვენი შემდეგი ვიზიტისთვის, რაც უფრო კომფორტულს ხდის თქვენ მიერ საიტის დათვალიერებას. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების მეშვეობით ინფორმაცია მიიღოთ cookie-ის შესახებ ან  დაბლოკოთ ის, თუმცა, cookie-ის მიღების დაბლოკვამ შეიძლება შეზღუდოს ვებსაიტის ფუნქციონირება.

პერსონალური მონაცემების გამოყენება სხვა სერვისების მიერ

ეს ვებსაიტი იყენებს ქვემოთ ჩამოთვლილი მესამე მხარის ინტერნეტ სერვისებს, რომლებიც დამოუკიდებლად აგროვებენ ინფორმაციას: Google Analytics, Google AdSense და ა.შ. ამ სერვისების მიერ შეგროვებული მონაცემები შეიძლება მიეწოდოს ამავე ორგანიზაციების სხვა სერვისებს და მათ შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი მონაცემები საკუთარ ქსელში არსებული რეკლამების თქვენთვის მოსაწოდებლად. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ორგანიზაციების  შეთანხმებები მომხმარებელთა მიმართ მათივე ვებსაიტებზე. თქვენ ასევე უფლებამოსილი ხართ, უარი განაცხადოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე, მაგალითად, Google Analytics-ზე უარის თქმა შეგიძლიათ აქ. ჩვენ არ გადავცემთ პერსონალურ მონაცემებს სხვა ისეთ ორგანიზაციებსა და სერვისებს, რომლებიც არ არიან  ნახსენები წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. ერთადერთი გამონაკლისს წარმოადგენს ინფორმაციის გადაცემა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისთვის შესაბამისი კანონიერი მოთხოვნების დაცვით.

სხვა ვებსაიტების ბმულები

ჩვენი ვებგვერდი შეიძლება შეიცავდეს სხვა ვებსაიტების ბმულებს, რომლებსაც ჩვენ არ ვმართავთ. ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ მათ შინაარსზე. ჩვენ გირჩევთ, რომ გადახედოთ თითოეული ვებსაიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელსაც სტუმრობთ, თუ აღნიშნული პოლიტიკა ხელმისაწვდომია.

ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

ჩვენმა ვებგვერდმა, shangrila.ge/tbilisi/-მ შესაძლოა დროდადრო განაახლოს ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ჩვენ შეგატყობინებთ ნებისმიერი ცვლილების შესახებ ამ გვერდზე ახალი კონფიდენციალურობის პოლიტიკის გამოქვეყნებით. ჩვენ ვაკვირდებით ევროკავშირსა და საქართველოში პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცვლილებებს. თუ თქვენ მოგვაწოდეთ თქვენი პერსონალური მონაცემები, ჩვენ გაცნობებთ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ. თუ თქვენი პერსონალური მონაცემები არასწორად არის შეყვანილი, ჩვენ ვერ დაგიკავშირდებით.

დაკავშირება და დასკვნითი დებულებები

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან და ვებგვერდის – shangrila.ge/tbilisi/-ის გამოყენებასთან დაკავშირებით ვებგვერდის ადმინისტრაციასთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი მისამართი: info@shangrila.ge  ან ამ ვებგვერდის შესაბამის განყოფილებაში მოცემული საკონტაქტო ფორმა. თუ არ ეთანხმებით ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, თქვენ ვერ ისარგებლებთ ვებ-გვერდის shangrila.ge-ის მომსახურებით და ამ შემთხვევაში, თავი უნდა შეიკავოთ ჩვენი ვებგვერდის მონახულებისგან.

ასევე, თუ სურვილი გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია, რა მონაცემები მუშავდება სამორინეში თქვენი უშუალო ვიზიტისას, გთხოვთ, გაეცნოთ სამორინეს ვიზიტორთა კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან და თქვენი უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს – მარიამ წიკლაურს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tsiklauri@shangrila.ge.

თქვენი განცხადება განხილულ იქნება კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მიერ და პასუხი გეცნობებათ  მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.