შანგრი ლა-ს გუნდის 13-მა წევრმა თბილისი მარათონი 2026-ში მიიღო მონაწილეობა
თბილისი მარათონი 2026-ში მონაწილეობა მიიღო სამორინე შანგრი ლა თბილისის 13-მა თანამშრომელმა, რომლებმაც კომპანია 10 და 21 კილომეტრიან დისტანციაზე წარადგინეს. გუნდმა კარგი შედეგები აჩვენა. შანგრი ლა-ს ყველაზე სწრაფმა მონაწილემ 10-კილომეტრიანი დისტანცია 52 წუთსა და 6 წამში დაფარა, კიდევ ორმა თანამშრომელმა კი ფინიშის ხაზი 58 წუთსა და 6 წამში და 59 წუთსა და 33 წამში გადაკვეთა. გუნდის ერთ-ერთმა წევრმა ნახევარმარათონში ( 21 კილომეტრი ) მიიღო მონაწილეობა და დღის ყველაზე გრძელი დისტანცია აირჩია.
საერთო ჯამში, შანგრი ლა-ს 13 თანამშრომელი ასობით მორბენალს შეუერთდა თბილისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ყოველწლიურ სპორტულ ღონისძიებაზე.

თუმცა გუნდისთვის ეს დღე მხოლოდ შედეგებსა და ფინიშის დროს არ უკავშირდებოდა. ერთობლივმა მონაწილეობამ თანამშრომლებს შესაძლებლობა მისცა, გამოეცადათ საკუთარი შესაძლებლობები, მხარი დაეჭირათ ერთმანეთისთვის და გაეზიარებინათ გამოცდილება, რომელიც მათ ყოველდღიურ სამუშაო გარემოს სცდებოდა.
ტრადიციულად, გუნდის მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სამორინე შანგრი ლა თბილისის გენერალურმა მენეჯერმა, ჰელენ კინმა:
„ჩვენ ძალიან ვამაყობთ თითოეული თანამშრომლით, რომელმაც წელს მარათონში „შანგრი ლა“ წარმოადგინა. ზოგი კონკრეტული შედეგის მიღწევას ცდილობდა, ზოგს კი უბრალოდ საკუთარი თავის გამოცდა და დისტანციის დასრულება სურდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მათ ეს გამოწვევა ერთად მიიღეს და მთელი გზის განმავლობაში ერთმანეთს მხარს უჭერდნენ,“

თბილისის მარათონში მონაწილეობა ჩვენი გუნდისთვის სასიამოვნო ტრადიციად იქცა. წლევანდელი წარმატებული გამოსვლის შემდეგ გუნდს უკვე აქვს დიდი მოტივაცია, მომავალ წელსაც დადგეს სტარტის ხაზთან.



